ვილანოვას ჰუმელსი არ სურს
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას არ სურს მატს ჰუმელსის საკუთარ რიგებში ხილვა. მოგეხსენებათ კატალონიური გრანდი გერმანელი მცველით უკვე დიდი ხანია ინტერესდება და იგი ნომერ პირველი კანდიდატი იყო კლუბში მოსვლის, თუმცა მწვრთნელის თქმით მას არ სურს ჰუმელსი და ძალიან უნდა ზაფხულში შეიძინოს პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი, ტიაგუ სილვა.
ერთი წლის წინ სუბისარეტა და ტიტო საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენდნენ ჰუმელსისა და ტიაგო სილვას მიმართ, თუმცა კლუბმა ვერცერთი ტრანსფერი განხორციელება ვერ შეძლო, ამასთან ერთად გუნდიდან სეიდუ კეიტა წავიდა, რომლის შემცვლელადაც "ბარსელონამ" ალექს სონგი მოიყვანა, რომელსაც შეუძლია როგორც ჩამშლელად თამაში, ასევე დაცვის ცენტრშიც. თუმცა კამერუნელმა მოლოდინი სეზონის დასაწყისიდანვე ბოლომდე ვერ გაამართლა. მას შემდეგ, რაც პუიოლმა და მაშერანომ ტრავმები მიიღეს დაცვის ცენტრში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რის შემდეგაც დაიწყო კლუბმა შემცვლელი ფეხბურთელის მოძებნა ცენტრში. ტიტოს ასევე ძალიან ხიბლავს "მანჩესტერ სიტის" დაცვის ლიდერი და კაპიტანი ვენსან კომპანი, მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის, რომ ხელმძღვანელებს ცუდი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში.
ამჟამად "ბარსელონას" სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოიაზრებიან: მატს ჰუმელსი, ტიაგო სილვა, ვენსან კომპანი, მარკინიოსი და ინიგო მარტინესი. ასევე ბოლო დროს ძალიან ხშირად უკავშირებენ მარკინიოს სახელს "ბარსელონას". როგორც პრესა იუწყება კატალონიელები ბრაზილიელი ფეხბურთელით საკმაოდ აქტიურად არიან დაინტერესებულნი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]