ინგლისში სჯერათ, რომ ”ბარსელონა” მზადაა ლუიზში €47 მილიონი გადაიხადოს

ინგლისში სჯერათ, რომ ”ბარსელონა” მზადაა ლუიზში €47 მილიონი გადაიხადოს

”ბარსელონა” აგრძელებს გუნდის გასაძლიერებლად კარგი ცენტარლური მცველის ძებნას. 

აქამდე, მსოფლიო პრესა იტყობინებოდა, რომ ტიტო ვილანოვა უპირატესობას პსჟ-ს ბრაზილიელ მცველს, ტიაგო სილვას ანიჭებს. ვილანოვას ძალიან მოსწონს ტიაგოს თამაში და ტიტომ ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ამ ფეხბურთელისთვის ფულიც არ დაეშურათ. ამის გარდა, ცნობილ სპორტულ გამოცემებში წავაწყდებოდით, რომ ”ბარსელონამ” ჰუმელსთან უკვე ყველაფერი შეათანხმა და ვილანოვას გადასაწყვეტია, გადმოვა თუ არა კატალონიურ კლუბში გერმანული მცველი.

აი ინგლისში კი სულ სხვას ამტკიცებენ. ინგლისური პრესა იუწყება, რომ ”ბარსელონა” ”ჩელსის” ბრაზილიელი მცველით, დავიდ ლუიზით ინტერესდება და მზადაა მასში 47 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდი ლუიზით ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ინტერესდებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.