”ბარსელონა” - ”ბეტისი”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე
პრიმერას 34-ე ტურის შეხვედრაში ”ბარსელონამ” შინ 4:2 დაამარცხა ”ბეტისი”. კატალონიელები 2-ჯერ მარცხდებოდნენ, პირველად წონასწორობა ალექსის სანჩესმა აღადგინა, მეორედ ეს დავიდ ვილიამ შეძლო. შეცვლაზე შემოსულმა ლეო მესიმ კი დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. არგენტინელის ანგარიშზე პრიმერას 34 ტურში 46 გოლი დაუროვდა. ”ბარსელონა” ჩემპიონის ტიტულის განაღდებას მომდევნო ტურში, ”ატლეტიკოსთან” გასვლით შეხვედრაში შეეცდება, თუმცა შუა კვირაში მადრიდის ”რეალი” შინ ”მალაგას” მასპინძლობს, მოურინიოს შეგირდების წაფერხების შემთხვევაში ”ბარსა” ჩემპიონი გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]