გატი: ”მესი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ ”რეალში” არ გადავა”

გატი: ”მესი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ ”რეალში” არ გადავა”

 არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო გატი თვლის, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელისთვის, ლიონელ მესისთვის, უმჯობესია კლუბის შეცვლა, იტყობინება  სამხრეთ-ამერიკული პრესა. 

 გატი თვლის, რომ მესისთვის საუკეთესო ვარიანტი მადრიდის ”რეალია”.

 ”რეალის” შემადგენლობაში მესის თამაშის ყურება 1-2ჯერ სასიამოვნო იქნება. იგი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ მადრიდის ”რეალში” არ გადავა. თუ იგი დაიცავს სხვა კლუბის ღირსებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისი შედარება პელესთან და მარადონასთან.” - განაცხადა გატიმ.

 თავად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ არც კი გაუფიქრია ”ბარსელონას” ”რეალში” გაცვლაზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.