მატამ "ბარსასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი

მატამ "ბარსასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი

"ვალენსისს" შემტევმა ნახევარმცველმა ხუან მანუელ მატამ, კატალონიის "ბარსელონასთან" გააფორმა კონტრაქტი, იტყობინება Marca. წყაროზე დაყრდნობით კატალონიელებმა ახალგაზრდა ვინგერში 20 მილიონი გადაიხადეს. 22 წლის მატამ "ბლაუგრანასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცნობისთვის "ბარსელონა" მატას შეძენას შარშანაც ცდილობდა, მაგრამ "ვალენსიას" პრეზიდენტმა არა დათმო ნიჭიერი ფეხბურთელი, თუმცა ახლა "ვალენსია" კრიზისში იმყოფება და ამიტომაც მათ თანმობა განაცხადეს ახლგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე. მატა 2007 წლიდან "ვალენსიას" ღირსებას იცავდა. მან "ღამურების" მაისურით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

 

წყარო:soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.