დეულოფეუს 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს
"ბარსელონა ბ"-ს ახალგაზრდა შემტევი ჟერარ დეულოფეუ ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების განაცხადში მოხვა. 14 მაისს, ახალაგზრდა ესპანელები პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ქალაქ ბადალონაში გაიმართება. ეს მატჩი ამხანაგურია, მაგრამ ესპანელები მას მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებენ.
მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, თურქეთში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ესპანეთის ნაკრებიც მიიღებს. ჟერარ დეულოფეუს ნაკრებში გამოძახება იმის მანიშნებელია, რომ მას ახალგაზრდულ მუნდიალზე მოხვედრის შანსი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემაც. თუ დეულოფეუმ 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ის 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი 5-18 ივნისს, ისრაელში გაიმართება.
დეულოფეუს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ამ გუნდში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]