აგენტი: "ტიაგო სილვა, შესაძლოა, "ბარსაში" გადავიდეს"

აგენტი: "ტიაგო სილვა, შესაძლოა, "ბარსაში" გადავიდეს"

მოთამაშის აგენტმა, პაულო ტონეტომ განაცხადა, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი კლიენტი, შესაძლოა, კატალონიაში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედია აქტიურად იტყობინებოდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ. თითქოს, ტიტო ვილანოვა ამ ტრანსფერითაა დაინტერესებული.

"ის ფაქტი, რომ ტიაგო სილვამ "პარი სენ ჟერმენი" დატოვოს, სავსებით რეალურია. ეს ძალზე რთული, მაგრამ არა შეუძლებელი ტრანსფერი იქნება. ყველაფერი კატალონიელთა სურვილსა და შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული." - განაცხადა ფრანგული კლუბის, მცველის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ტიაგო სილვა პარიზელთა შემადგენლობას, გასული წლის ზაფხულში,  "მილანიდან" 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.