რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერი" ესპანურ "ბარსელონაში" გაცვალოს
ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულში გამოიცვალოს. ფეხბურთელის მსურველთა შორის ერთ-ერთი კანდიდატი კატალონიის "ბარსელონაა". იტყობინება, El Mundo Deportivo.
გამოცემიის ინფორმაციით რუნის წასვლის მიზეზად პირველრიგში "მანჩესტერიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლა სახელდება ასევე აღსანიშნავია დევიდ მოიესის მოსვლაც, რომელთანაც რუნის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ფეხბურთელი ამ უკანასკნელთან უკვე "ევერტონში" მუშაობდა. 2008 წელს რუნიმ საკმაოდ კრიტიკულად მოიხსენია საკუთარ წიგნში დევიდ მოიესის სამწვრთნელო მეთოდები, რომელმაც სასამართლო პროცესიც გამოიწვია. ლონდონის სასამართლომ განაჩენი დევიდ მოიესის სასარგებლოდ გამოიტანა და უეინ რუნი დამნაშავედ სცნო "მწვრთნელის პირადი რეპუტაციის შელახვისათვის". ამის შემდგომ კი იძულებული გახდა ოფიციალურად ბოდიში მოეხადა.
კატალონიის "ბარსელონას" გარდა ინგლისელი ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენს, "ქალაქელებს" კი ფეხბურთელის ყიდვის მცდელობა უკვე ჰქონდათ 2010 წელს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს ფრანგული "პარის სენ-ჟერმენიც" იჩენს, რომელმაც უდიდესი სურვილი ფეხბურთელის შეძენის ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოთქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]