რუნი მზად არის კონტრაქტი გაახანგრძლივოს
მორიგ საზაფხულო საგას სახელად, უეინ რუნის სავარაუდოდ წერტილი დაესვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მზად არის კლუბთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. იტყობინება, Daily Star.
შეგახსენებთ, რომ რუნის მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ორი წელი დარჩა კვირაში ანაზღაურების სახით კი ფეხბურთელი 250 ათასს ფუნტს ღებულობს. რიგორც Daily Star იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი მზად არის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს თუ ფინანსური პირობები უცვლელი დარჩება. რუნის კრიტერიუმებში ისიც შედის, რომ დევიდ მოიესმა მას პირობა უნდა მისცეს იმის შესახებ, რომ ინგლისელი კლუბში ნამდვილად სჭირდება და ზაფხულში გაყიდვასაც აღარ უპირებს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ალექს ფერგიუსონიც საუბრობდა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ აქტიურ ინტერესებს: "ბარსელონა", "არსენალი", "ჩელსი", "რეალი", "იუვენტუსი", "პსჟ" და "მონაკო" იჩენდა. თუ კლუბმა რუნის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და კონტრაქტზე უარი თქვა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ საუკეთესო ფინანსურ პირობებს ფრანგულ კლუბებში მოძებნის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებიდან ფეხბურთელისადმი ყველაზე აქტიურ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა, რომელიც ტიაგო ალკანტარას მოვლენების შემდეგ ფეხბურთელის ბარტერსაც ფიქრობდა.
"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი რუნის მომავალს უახლოეს დღეებში გაარკვევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]