სუბისარეტა: ”ჩვენი სტილის ერთგულები ვრჩებით”

სუბისარეტა: ”ჩვენი სტილის ერთგულები ვრჩებით”

 

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ასევე ისაუბრა ჩემპიონობის შემდეგ: ”ზოგიერთები ციკლის დასრულებაზე საუბრობდნენ, თუმცა ჩვენ კვლავ მოვიგეთ ტიტული. გუნდმა აჩვენა, რომ დასახული მიზნების შესრულება შეუძლია და ჩვენი მოლოდინები გაამართლა”.

სუბისარეტას აზრით წარმატების საიდუმლო საკუთარი სტილის ერთგულებაა: ”ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ საიდან ვართ და ვინ ვართ. ყოველთვის ჩვენი სტილის ერთგულები ვართ და ტიტომ ეს როგორც ვალდებულება ისე მიიღო. საკუთარი თავის გვჯერა, როცა ხშირად ეს არ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის, რაც ”ბავარიასთან” მატჩში ვნახეთ”.

თუკი ახლა გუნდის შემადგენლობას გადავხედავთ, მაშინ 80 პროცენტი ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სეზონის დაწყების წინ კორექტირება იქნება, თუმცა გუნდის ბირთვი იგივე დარჩება”.

აღნიშნვა ორშაბათს

კლუბის ხელმძღვანელობა 22-ე ტიტულის გულშემატკივრებისთვის გაზიარებას 13 მაისს გეგმავს, ქალაქში საზეიმოდ გაივლის ტიტული. პირველი გუნდის მოთამაშეების გარდა ზეიმში მონაწილეობას ”ბარსელონას” ქალ ფეხბურთელთა გუნდის წევრები მიიღებენ. ”ნოუ კამპზე” ზეიმი ოდნავ გვიან, 19 მაისს, ”ვალიადოლოდთან” მატჩის შემდეგ გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.