ანდრეს ინიესტა: "ჩემპიონობა საუკეთესო საჩუქარია დაბადების დღეზე"
კატალონიის "ბარსელონას ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ საკუთარი კლუბის ესპანეთის ჩემპიონობაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ვერ შესძლო "ესპანიოლის" დამარცხება (1:1), აქედან გამომდინარე ტიტულის მოგების თეორიული შანსებიც დაკარგა.
"ჩვენ ჩემპიონატი მოვიგეთ - ეს საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღისათვის. ეს ჯილდოა ამ სეზონში დაუღალავი შრომის შემდგომ." - განაცხადა ინიესტამ.
კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი 22-ედ გახდა ანდრეს ინიესტას კი გუშინ 29 წელი შეუსრულდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]