”ბარსელონას” მორიგი რეკორდი
”ბარსელონამ” ლა ლიგის 35-ე ტურის ეგიდით მადრიდის ”ატლეტიკო” გასვლაზე, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და კატალონიელებმა მორიგი რეკორდის გაუმჯობესება შეძლეს.
ალექსის სანჩესის გოლი კატალონიელებისთვის რეკორდული აღმოჩნდა. ამ გოლით ”ბლაუგრანამ” შეძლო 27-ე გასვლით მატჩში ზედიზედ მეტოქის კარის აღება და ამით, ლა ლიგის მორიგი რეკორდი გააუმჯობესეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე არსებული რეკორდი თავად კატალონიელებს ეკუთვნოდათ. 2011 წელს პეპ გუარდიოლას შეგირდებმა შეძლეს და 26 გასვლით მატჩში ზედიზედ აიღეს მეტოქე გუნდის კარები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]