ალვესი: "არ მინდა რომ მოურინიო წავიდეს"
"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა კომენტარი გააკეთა, მადრიდის "რეალის" მთავარი პოსტიდან ჟოზე მოურინიოს შესაძლო გადადგომის თაობაზე.
"ესპანელი ჟურნალისტები ბევრს დაკარგავენ მოურინიოს "რეალიდან წასვლით. ყოველ შემთხვევაში უფრო ბევრს ვიდრე ფეხბურთელები. მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს, რადგან მოწინააღმდეგის მაღალი დონე ყოველთვის კარგია."
"ესპანიოლი" – "რეალისთვის" არ მიყურებია. რადგან "პორტოსა" და "ბენფიკას" მატჩს ვადევნებდი თვალს. პრიმერა დივიზიონის ტიტულის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს შაბათს არ მომხდარა.
რაც შეეხება ნეიმარს, ყველამ იცის ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი თემები ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუკი მე ფული მექნებოდა, მას თვითონ ვიყიდდი." – განაცხადა ალვესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]