ფაბრეგასი: ”ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო!”
”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება უმნიშვნელოვანესი მომენტია მის საფეხბურთო კარიერაში.
”ძალიან მიხარია ასეთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება. ჩემი ოცნება რეალობად იქცა, რითაც ძალიან ვამაყობ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მე საკლუბო დონეზე მომიგია. ჩვენ ვნერვიულობდით და გვეგონა, რომ მადრიდელები მაინც მოახერხებდნენ სატურნირო ცხრილში დაწევას, მაგრამ ამასაც ავარიდეთ თავი და ვაჯობეთ. წელს პრიმერაში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩავატარე, მაგრამ არ დავიწყებ მათ განხილვას, რადგან აუცილებელია თვითკრიტიკა და სამუშაოს გაგრძელება!” - განაცხადა ფაბრეგასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]