როსელს უნდა, რომ ვალდესი დარჩეს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულში კლუბი არ გაუშვებს ვიქტორ ვალდესს, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
"მასთან საუბარი მინდა. ტიტოს, სუბირესტრას და მე ვიქტორთან პირისპირ გვსურს შეხვედრა. აუცილებელი არაა ამ ზაფხულს დაგვტოვოს. მისი კონტრაქტი 2014 წლამდე ძალაშია, ამის შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ მეკარის მდგომარეობას." – განაცხადა როსელმა.
შეგახსენებთ, რომ ვალდეს მიმდინარე ლა ლიგაში 35 შეხვედრიდან 29–ში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]