”ბარსელონას” ლა ლიგის ჩემპიონობამ ”არსენალს” 2 მილიონი სტერლინგი მოუტანა

”ბარსელონას” ლა ლიგის ჩემპიონობამ ”არსენალს” 2 მილიონი სტერლინგი მოუტანა

ლონდონის ”არსენალმა” კატალონიური გრანდისგან დამატებით 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ტრანსფერისთვის. 

ესპანურ და ინგლისურ გუნდებს შორის შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ ფაბრეგასი ესპანეთის ჩემპიონობას შეძლებდა ”არსენალი” დამატებით 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი კატალონიაში 2011 წელს დაბრუნდა. შარშან ”ბარსელონამ” ვერ შეძლო ლა ლიგის მოგება და პირველი ადგილი ”რეალს” დაუთმო, ხოლო ამ სეზონში ლურჯ-ბროწეულისფრებმა შეძლეს პირველი ადგილის დაბრუნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.