"ბარსას" ჰეგემონია ლა ლიგაში

"ბარსას" ჰეგემონია ლა ლიგაში

კატალონიის "ბარსელონამ" უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე 6 ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, რომელიც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ტოპ გრანდებში. "ბარსას" ჰეგემონია ლა ლიგაში კი გრძელდება. 

უკანასკნელ უიქენდზე "ბარსელონამ" 22-ე ტიტული გაიფორმა ისტორიაში. ტურინის "იუვენტუსმა" 29-ე ტიტული მოიგო, მიუნხენის "ბაიერნმა" 23-ე ტიტული, ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20-ე ტიტული ხო ფრანგულმა "პსჟ"-მ თავისი ქვეყნის ტიტული მხოლოდ მესამედ მოიპოვა. 

უკანასკნელი ათი სეზონის მანძილზე "ბარსელონამ" ქვეყნის ტიტულების მაქსიმალური რაოდენობის მოგება შესძლო. ტოპ-5 ევროპული ლიგის მასშტაბით. "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკანასკნელ ათ წელიწადში ერთით ნაკლები ქვეყნის ტიტულის მოგება მოახერხა ვიდრე "ბარსელონამ". ამ უკანასკნელმა კი ეს ტიტულები უკანასკნელ შვიდ წელიწადში მოიგო. 
ქვეყნის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა ფრანგული "ლიონიც" მაგრამ ამ გუნდის წარმატებები ჯერ კიდევ 2008 წელს დასრულდა. გერმანიაში დომინანტი "ბაიერნი" რჩება, რომელსაც ასევე 5 ტიტული აქვს მოპოვებული აქტივში. იტალიაში ამავე რაოდენობის გამარჯვება "ინტერსაც" აქვს თუმცა კალჩოპოლის დიდი სკანდალის გამო ეს რიცხვი შემცირებულია.

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანი კლუბები:

1. მადრიდის რეალი (ესპანეთი) - 32 ტიტული
2. იუვენტუსი (იტალია) - 29 ტიტული
3. ბაიერნი (გერმანია) - 23 ტიტული
4. ბარსელონა (ესპანეთი) - 22 ტიტული
5. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 20 ტიტული
6. მილანი (იტალია) - 18 ტიტული
7. ინტერი (იტალია) - 18 ტიტული
8. ლივერპული (ინგლისი) - 18 ტიტული
9. არსენალი (ინგლისი) - 13 ტიტული
10. მარსელი (საფრანგეთი) - 10 ტიტული
11. სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - 10 ტიტული

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.