”ბარსელონამ” რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა
”ბარსელონა” ახალგაზრდა თავდამსხმელს, რაფა ალკანტარას ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, იტყობინება ესპანური პრესა.
”ბარსას” სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ რაფინიას შეუძლია კატალონიური გრანდისთვის ბევრი კარგი თამაშისა და ტიტულის მოპოვება, თუმცა შემდეგ სეზონს, სავარაუდოდ, იგი იჯარის წესით რაიმე სხვა კლუბში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის 1 სეზონით იჯარის წესით გაშვების მომხრეა რაფინიას მამა, მაზინიოც. მისი თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება პრაქტიკა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]