ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

 

2 დღიანი დასვენების შემდეგ პირველი გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშს დაუბრუნდა. ფეხბურთელები ”ვალიადოლიდთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც კვირას ჩატარდება.

ლეო მესი, რომლის ბარძაყის ტრავმაც გუშინ დადასტურდა ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიშობდა. ალვესი, ადრიანო და აბიდალი თანაგუნდებისგან განცალკევებით იტვირთებოდნენ. ერიკი გასულ კვირას ვარჯიშზე დაშავდა, ხოლო ალვესი და ადრიანო ”ატლეტიკოსთან” მატჩის დროს.

ვიქტორ ვალდესმა ტიტო ვილანოვას ნებართვით დღევანდელი ვარჯიში გააცდინა. ის მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმას ”სიუტატ ესპორტივაზე” დილით, გუნდის ფიზიოთერაპევტთან ერთად მკურნალობდა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=-EswHBsj-9g]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.