მუნიესა: "დარჩენა მინდა, მაგრამ..."
"ბარსელონა ბ"-ს 21 წლის ცენტრალური მცველი მარკ მუნიესა აცხადებს, რომ კლუბში მისი დარჩენა/არდარჩენის საკითხი კვლავ გაურკვეველია.
ტრავმებით დატანჯულ ფეხბურთელს "ბარსასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ კლუბიდან მას ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ჯერ არავინ დაკავშირებია.
"ფაქტი ისაა, რომ არაფერი ვიცი. ყოველთვის ვამბობდი, რომ დარჩენა მინდა. თუმცა, არავინ დამკავშირებია. იმედს მაინც არ ვკარგავ. თუ აქ არ დავრჩები, სხვაგან ვითამაშებ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემი მომავალი კვლავ გაურკვეველია.
გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა და ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონაში" თამაში მინდოდა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს გავაკეთებ." - აცხადებს მარკ მუნიესა.
მარკ მუნიესა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ახალგაზრდულ ასაკში მიღებულმა ორმა მძიმე ტრავმამ ფეხბურთელის პროგრესი შეანელა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]