"იუნაიტედი” მზადაა ტიაგოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

"იუნაიტედი” მზადაა ტიაგოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

”მანჩესტერ იუნაიტედი” ”ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენას აპირებს, იტყობინება Marca. 

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხის გადახდა, რომელიც 18 მილიონ ევროს შეადგენს.

2 წლის წინ, როდესაც ტიაგომ კონტრაქტს ხელი მოაწერა მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტის თანახმად შესაძლებელი იყო ამ თანხის 18 მილიონამდე დაყვანა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე საკმარის დროს არ გაატარებდა მოედანზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალკანტარათი ასევე ინტერედება მიუნხენის ”ბაიერნი”, რომელსაც 1 ივლისიდან პეპ გუარდიოლა ჩაიბარებს.

მიმდინარე სეზონში ტიაგომ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.