ვილანოვასთვის სილვას ტრანსფერი ნეიმარზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ საბოლოოდ გადაწყვიტა თუ რომელი ცენტრალური მცველის შეძენა სურს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, იტყობინება ესპანური პრესა.
ლურჯ-ბროწეულისფრების დამრიგებელს თავის კლუბში პსჟ-ს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას ხილვა სურს. ვილანოვამ უკვე ისაუბრა ამ საკითხზე კლუბის სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან. ესპანელმა სპეციალისტმა ამ უკანასკნელს განუცხადა, რომ ტიაგო სილვას ტრანსფერი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ნეიმარის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოლპარაკებები პსჟ-სთან ტიაგო სილვას თაობაზე უკვე დაწყებულია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]