ნეიმარის მამა: ”სანტოსმა” მითხრა, რომ...”

ნეიმარის მამა: ”სანტოსმა” მითხრა, რომ...”

”სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის მამამ ისაუბრა ბრაზიულიური კლუბის გადაწყვეტილებაზე, მის შვილთან დაკავშირებით. 

არ ვიცი თუ რა რაოდენობის თანხას სთავაზობდნენ ”სანტოსს”, რადგან მე არ ვიღებ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. უბრალოდ ბრაზილიური კლუბის პოზიციამ დამაინტერესა და მე მითხრეს, რომ ნეიმარის ტრანსფერი არ შედგება. ისინი არ აპირებენ ნეიმარის გაყიდვას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”სანტოსთან” კონტრაქტი კიდევ მხოლოდ 1 წელი იქნება ვადაში. ნახევარ წელიწადში რომელიმე კლუბთან უკვე ოფიციალურად მოვაწერთ ხელს წინასაპირობო კონტრაქტს. აი მაშინ, უკვე არაფერი არ იქნება გასარკვევი.” - განაცხადა ნეიმარის მამამ.

შეგახსენებთ, რომ ”სანტოსმა” უარი განაცხადა ”ბარსელონას” უკანასკნელ შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც კატალონიელები ფეხბურთელის 55%-ში 20 მილიონ ევროს იხდიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.