სანჩესი: "შემოთავაზებები მქონდა, თუმცა დარჩენა გადავწყვიტე"

სანჩესი: "შემოთავაზებები მქონდა, თუმცა დარჩენა გადავწყვიტე"

ალექსის სანჩესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია "ბარსელონაში" თამაშით და იგი არ აპირებს არსად გადასვლას. ჩილელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა როგორც მან აღნიშნა ის არ აპირებს კატალონიური გრანდის დატოვებას.

"კლუბმა მითხრა, რომ სურს ჩემი დატოვება და ახლა თავს ძალიან მშიდად ვგრძნობ. ყველამ მთხოვა გუნდში დარჩენა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ კიდევ ერთ სეზონს ჩავატარებ. ჩემით ძალიან ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული და არაერთი შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ მე მათ უარი ვუთხარი და დარჩენა გადავწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ბარსელონაში" დარჩენა იყო, რითაც ამჟამად ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ".

"ვიცი, რომ მომავალ წელს ჩემგან ბევრს ელის გულშემატკივარი და მინდა ვუთხრა მათ, რომ თავს არ დავზოგავ იმისთვის, რათა მომავალ სეზონში საუკეთესო სანჩესი იხილონ. აქ გატარებული ორი სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე". - აცხადებს სანჩესი.

"მე ნამდვილად არ მოვდუნებულვარ იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონები გავხდით. მინდა სეზონის დარჩენილ ორ შეხვედრაში თავი კარგად წარმოვაჩინო". - დაასრულა ალექსის სანჩესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.