ინიესტას კონფედერაციის თასზე ბრაზილიის წინააღმდეგ სურს თამაში
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კონფედერაციის თასს მოუთმენლად ელის, სადაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მისი მომავალი პარტნიორის ნეიმარის წინააღმდეგ სურს თამაში.
"ჩემთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერისთვის, ბრაზილიის წინააღმდეგ მატჩი დიდი გამოცდილებაა. კონფედერაციის თასი და მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი მოვლენები იქნება. ბრაზილია გამორჩეული ქვეყანაა. შესანიშნავი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრებისა და ნეიმარის წინააღმდეგ "მარაკანაზე" თამაში. დუელი ბრაზილიასა და ესპანეთს შორის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდებოდა, დასაწყისისთვის კი ჯგუფურ ეტაპს უნდა გავცდეთ." – განაცხადა ანდრესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]