ჰანდანოვიჩის "ბარსელონაში" გადმოსვლას ხელს მაცარი შეუშლის
მილანის "ინტერის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის გუნდის ნომერ პირველი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი კიპერით ინტერესს "ბარსელონა" იჩენს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბარსას" ვიქტორ ვალდესი დატოვებს. ბუნებრივია, კატალონიელები მის შემცვლელს ეძებენ. ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება სამირ ჰანდანოვიჩი, მაგრამ როგორც ირკვევა, მის ტრანსფერს ხელს "ინტერში" ახლადდანიშნული მაცარი შეუშლის.
ჰანდანოვიჩი "ინტერში" გასულ წელს გადავიდა და 2012-13 წლების სეზონში, გუნდის კარი 47-ჯერ დაიცვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]