გულშემატკივრებს ტერ შტეგენი და მატს ჰუმელსი სურთ

გულშემატკივრებს ტერ შტეგენი და მატს ჰუმელსი სურთ

Marca-ს გამოკითხვაში გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა "გლადბახის" გერმანელმა მეკარემ, ტერ შტეგენმა და "დორტმუნდის" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა მიიღეს.

მას შემდეგ, რაც ვიქტორ ვალდესმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა, რა საკვირველია ამაზე შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდათ კლუბის მესვურებს, რომლებმაც სწრაფადვე გადაწყვიტეს ვალდესის შემცვლელის პოვნა, ამჟამად კი მათ სიაში მოიაზრებიან, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა და "გლადბახის" მეკარე ტერ შტეგენი, რომელსაც მცირე უპირატესობა გააჩნია ესპანელ მეკარესთან.

ამავდროულად დგას დაცვის საკითხიც, რომელიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია კატალონიურ კლუბში. გამოკითხულთა მიხედვით ყველაზე მეტად "ბარსელონას" გულშემატკივრებს, "დორტმუნდის" მცველი მატს ჰუმელსი და "პსჟ-ს" ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა სურთ. ამჟამად ყველაზე მეტად გულშემატკივრებს "ბარსელონას" კარში ტერ შტეგენი, ხოლო დაცვის ცენტრში მატს ჰუმელსი სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.