”ლიონიდან” ”ბარსას” გულში
ერიკ აბიდალი უკვე ”ბარსელონას” ისტორიის ნაწილია. ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკური და შთამბეჭდავი უნარები ჰქონდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდის ძირითადის ფეხბურთელი იყო. მან გვაჩვენა ადამინური სიძლიერე და სამაგალითოა ყველა ჩვენთანაგისთვის. ახლა კი ბოლო 6 წლის განმავლობაში საინტერესო ფაქტებს გადავავლოთ თვალი.
-პრეზენტაცია: ერიკ აბიდალი ბარსელონაში 2007 წლის 29 ივნისს ჩაფრინდა ”ლიონიდან”. ის გუნდში ჯოვანი ვან ბრონხოსტის შემცველად მოვიდა და 2 წლის განმავლობაში სილვინიოსთან ერთად ამ პოზიციას ამაგრებდა.
-ოფიციალური დებიუტი: მისი დებიუტი ”ბარსას” მაისურით სანტანდერში, ”ნუევო სარდინეროზე” შედგა. შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა მან 90 წუთი გაატარა მოედანზე.
-ტრიპლეტი რომში: პირველი უტიტულო წლის შემდეგ აბიდალმა ტრიპლეტი მოიგო. სამწუხაროდ მას ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის ფინალების გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუწია.
-პირველი გოლი ”სან მამესზე”: გუნდის მაისურით პირველი გოლის გასატანად ერიკს 3 წელზე მეტი დასჭირდა. სამეფო თასის 1/8 ფინალურ მატჩში, ”ატლეტიკთან” გასვლით შეხვედრაში მან გუნდისთვის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭირო გოლი გაიტანა.
-ვარჯიშის მონახულება: 2 კვირის შემდეგ, რაც ერიკს ღვიძლზე პირველი ოპერაცია ჩაუტარდა ის გუნდის ვარჯიშზე გამოცხადდა. ეს 2011 წლის 1 აპრილი იყო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=l1c9bzcrTbo]
-გამოჩენა ”რეალთან” მატჩში: 2 თვიანი უქმობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში აბიდალი მოედანს დაუბრუნდა. ”ბარსა” ფინალში გავიდა, სადაც გაიმარჯვა კიდეც.
[media=http://www.youtube.com/watch?v=7-PAStYZOxM]
-ტიტულის აღმართვა ”უემბლიზე”: ფრანგმა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ”ბარსამ” 3-1 მოიგო ”მანჩესტერ იუნატედთან”, ტიტულის აღმართვა კი კარლეს პუიოლის სამაგალითო საქციელის შემდეგ ერიკ აბიდალს დაევალა.
-ვარჯიში ვალ დარანის პარკში: 2012 წელს ფეხბურთელს ღვიძლი გადაუნერგეს. 6 თვიანი ვარჯიშის შემდეგ დატვირთვების მოსამატებლად ერიკ ვალ დარანის პარკში ვარჯიშობდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=IwUzr0EI5V4]
-დაბრუნება ”მალიორკასთან”: 2013 წლის 6 აპრილს აბიდალი მოედანს კვლავ დაუბრუნდა. 68-ე წუთზე მან პიკე შეცვალა. 2 კვირის შემდეგ ”ლევანტესთან” მატჩი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=YFUj3yLxqk0]
-ტიტოს და აბიდალის ლიგა: პუიოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ტიტო ვილანოვას და ერიკ აბიდალს აღემართა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=9jjIEDRfMpY]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]