კაბალერო: "ძალიან მსურს "ბარსელონაში" თამაში"
"მალაგას" მეკარემ, ვილფრედო კაბალერომ განაცხადა, რომ მას სურს ითამაშოს "ბარსელონაში". გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური პრესა. ამჟამად კატალონიური კლუბს მოგეხსენებათ ესპანელი კიპერი, ვიქტორ ვალდესი ტოვებს და კაბალეროს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სასარგებლოც იყოს.
"თუ "ბარსელონა" მოინდომებს ჩემს შეძენას, ამაზე მე დაუყოვნებლივ მექნება რეაგირება, რადგანაც არ დავრჩე იმის იმედად, რომ ისინი ხელმეორედ შემომთავაზებენ მათთან ადგილს. ვის არ სურს თამაში "ბარსელონაში"? - უნდა იყო სულელი, რომ ასეთ კლუბს უარი უთხრა". - განაცხადა კაბალერომ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსელონა" განიხილავს "გლადბახის" გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე შტეგენის ტრანსფერს, რომელიც მოიაზრება ვიქტორ ვალდესის მთავარ შემცვლელად.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]