ნეიმარი: "ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კანდიდატთა რიცხვში არ შედის"

ნეიმარი: "ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კანდიდატთა რიცხვში არ შედის"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრმა ნეიმარმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, განაცხადა, რომ ინგლისი მომავალ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტი არაა.

"პატივს ვცემ ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრებს იმიტომ, რომ ისინი თავიანთ კლუბებში დიდ შედეგებს აღწევენ.

მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ნაკრები ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ–ერთი კანდიდატი იქნება.

გვინდა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ მოვიგოთ. პირველ რიგში, ჩვენთვის ხელის შეშლა გერმანიასა და ესპანეთს შეუძლიათ.

მათ სიაშია არგერნტინაც და ჰოლანდიაც, მაგრამ ინგლისი – ნამდვილად არა." – განაცხადა ნეიმარმა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.