ნეიმარი:"გადაწყვეტილების მიღება გულს მივანდე"
"კამპ ნოუზე" ოფიცილური წარდგენის შემდეგ, ნეიმარმა პრეს–კონფერენციაზე გააკეთა კომენტარი: "უზომოდ მოხარული ვარ აქ ყოფნით. "ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი ვითამაშო ფეხბურთელებთან, რომლებითაც ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვარ." – განაცხადა 21 წლის ბრაზილიელმა.
როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ აირჩია სწორედ "ბარსელონა" და არა სხვა კლუბები ნეიმარმა უპასუხა: "დიდ კლუბებს სურდათ ჩემი შეძენა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გულს მივანდე. ეს ასევე იყო საერთო გადაწყვეტილება, რომელიც ოჯახთან ერთად მივიღე. მე ყოველთვის ვეკითხები რჩევას მამას, დედას და მთლიანად ჩემს ოჯახს". ფეხბურთელმა ასევე აღიარა, რომ მას თვალზე კინაღამ ცრემლები მოადგა, როდესაც პირველი ნაბიჯი დადგა "კამპ ნოუზე".
"მე ჩემს ფეხბურთს ვითამაშებ და ვიმედოვნებ, რომ გუნდს ადვილად შევეწყობი. ეს შესაძლოა ჩემთვის დიდი ცვლილება აღმოჩნდეს, თუმცა შევეცდები გულშემატკივრებს ყველანაირად ვასიამოვნო და ნორმაურად ცხოვრება განვაგრძო".
"ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან თამაში ადვილი იქნება. მესისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მას სულ მალე ვნახავ და ძლიერად მოვეხვევი".
ბრაზილიელმა ტიტო ვილანოვაზეც ისაუბრა: "მე მას ტელეფონით ვესაუბრა, თუმცა ეს საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ჩვენ არ განგვიხილავს პოზიცია სადაც ვითამაშებ, ან რამე მსგავსი. უბრალოდ მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს, მეც მოვიკითხე რადგან იმ პერიოდში ის ავად იყო".
ნეიმარმა ამ კლუბსადმი სიყვარულზეც ილაპარაკა: "ბარსელონა" ბავშვობიდან მიყვარდა იმ ფეხბურთელების გამო რომლებიც აქ თამაშობდნენ, მნიშვნელობა არ აქვს ისინი ბრაზილიელები იყვნენ, თუ არა." ფორვარდმა განმარტა, რომ რონალდინიო "ბარსელონაში" 10 წლის წინ გადავიდა სათამაშოდ, სწორედ ეს არის ბრაზლიელის პირველი მოგონება ამ კლუბთან. "ბავშვობაში მის თამაშებს მუდამ ვადევნებდი თვალს" – განაცხადა ნაიმარმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]