1990 - სტოიჩკოვის მოსვლა
1990 წლის ზაფხულში, იოჰან კრუიფმა "ბარსელონაში" მოიყვანა სტოიჩკოვი და ნანდო, "სოსიედადში" ორწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა გოიკოეჩეა, ხოლო პირველ გუნდში დააწინაურა ფერერი. შედეგად, შეიქმნა გუნდი, რომელი 90-იანი წლების დასაწყისში ესპანურ ფეხბურთში დომინირებდა.
გუნდში მოვიდნენ:
- ხრისტო სტოიჩკოვი (სოფიის ცსკა, 265 მილიონი პესეტა)
- ალბერტ ფერერი (კანტერა)
- ნანდო ("სევილია")
- იონ ანდონი გოიკოეჩეა ("სოსიედადიდან" დაბრუნდა)
- მარიან ანგოი ("ლოგრონესი")
- კარლეს ბუსკეტსი (კანტერა)
- პეპ გუარდიოლა (კანტერა)
- პაბლო ხოსე მაკედა (კანტერა)
გუნდი დატოვეს:
- რობერტო ფერნანდესი ("ვალენსია"
- ხუან კარლოს უნსუე ("სევილია")
- ლუის მილია ("რეალი")
- ალოისიო პირესი ("პორტუ")
- ერნესტო ვალვერდე ("ატლეტიკი")
- ონესიმო სანჩესი ("ვალიადოლიდი")
"ბარსელონამ" ხრისტო სტოიჩკოვი ჯერ კიდევ 1990 წლის 4 მაისს, ანუ იმ სეზონის დასრულებამდე გაიფორმა, როდესაც ბულგარელმა ევროპის "ოქროს ბუცი" მოიპოვა. 38 გოლით, სტოიჩკოვი, უგო სანჩესთან ერთად, "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. გუნდი დატოვეს ლუის მილიამ და ერნესტო ვალვერდემ. პირველ მათგანს კრუიფთან კონფლიქტი ჰქონდა, ხოლო ვალვერდემ, 2 წლის განავმლობაში, მხოლოდ 25 თამაში ჩაატარა.
ესპანეთის ჩემპიონატი კრუიფის შეგირდებისთვის იოლი გასეირნება გამოდგა. კატალონიელები გათამაშებას მე-2 ტურიდან მოყოლებული ლიდერობდნენ. საბოლოოდ, "ბარსა" ჩემპიონი გახდა და "რეალის" ჰეგემონია დაემხო. მადრიდელებს ლა ლიგის ბოლო 5 გათამაშება ჰქონდათ მოგებული.
ყოველ კვირას, "ბარსელონას" ფეხბურთელები სტოიჩკოვის, კუმანის, ბაკეროსა და ლაუდრუპისგან შემდგარი შესანიშნავი ოთხეულის თამაშის ცქერით ტკბებოდნენ. თუმცა, მე-9 ტურში, კუმანმა მძიმე ტრავმა მიიღო და ის გუნდს 3 თვით გამოაკლდა. 2 თვე გაუცდა ხრისტო სტოიჩკოვსაც. 5 დეკემბერს, ესპანეთის სუპერთასზე, "რეალთან" გამართული მატჩის დროს, ის არბიტრს თავს დაესხა, რის გამოც, ბულგარელმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო. გუნდის პრობლემები ამით არ დასრულებულა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იოჰან კრუიფს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა. ჰოლანდიელის ნაცვლად, დროებით, გუნდს კარლოს რეშაკი წვრთნიდა.
"ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მატჩი იყო 1990-91 წლების სეზონის ლა ლიგის მე-15 ტურის თამაში, როდესაც კრუიფმა მოედანზე პირველად შეუშვა ახალგაზრდა პეპ გუარდიოლა. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი მას აქებდა, პეპმა სეზონი მაინც "ბარსა ბ"-ში დაასრულა.
ესპანეთის თასზე, ნახევარფინალში, "ბარსელონა" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. პირველ მატჩში, კატალონიელებმა 0:2 წააგეს. განმეორებით შეხვედრაში, მიუხედავად კუმანის, ნანდოს, ფერერისა და კრუიფის საკამათო გაძევებებისა, "ბარსამ" 3:2 მოიგო, მაგრამ ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
"ბარსას" ყველაზე დიდი იმედგაცრუება თასების მფლობელთა თასზე ელოდა. კატალონიელებმა ფინალში ისეთი გუნდების დამარცხებით გააღწიეს, როგორებიც იყვნენ "იუვენტუსი" და კიევის "დინამო", მაგრამ გადამწყვეტ მატჩში გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა. სუბისარეტას, სტოიჩკოვისა და ამორის გარეშე მოთამაშე კატალონიელები ინგლისელებთან 1:2 დამარცხდნენ. "ბარსას" კარში 2 გოლი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ჰიუზმა გაიტანა.
1990-91 წლების სეზონის შედეგები
- ესპანეთის ჩემპიონატი - ჩემპიონი
- ესპანეთის თასი - ნახევარფინალი
- თასების მფლობელთა თასი - ფინალისტი
- ესპანეთს სუპერთასი - ფინალისტი
1990-91 წლების სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობა

1983: როხო - იმპულსი კანტერადან
1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად
1985: ამარილიას მოსვლა და "ვერცხლის" წელი
1986: სუბისარეტასა და ლინეკერის მოსვლა
1987: შუსტერის დაბრუნება და მორიგი სკანდალი
1988: "ოცნების გუნდის" დასაწყისი
1989: კუმანი და ლაუდრუპი - დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერები
გაგრძელება იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]