დატვირთული „უიქენდი“ „ბარსას“ ფეხბურთელებისთვის

დატვირთული „უიქენდი“ „ბარსას“ ფეხბურთელებისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" 9 ფეხბურთელს უხმო, რომლებიც უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ კონფედერაციის თასის წინ, ასევე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას ალვესი და ნეიმარი. ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის ეგედით გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ჯამში "ბარსელონას" 20 ფეხბურთელი ითამაშებს 6 შეხვედრაში.

 

არგენტინა – კოლუმბია, შაბათი 02:05

შაბათს, არგენტინის ნაკრები კოლუმბიას შეხვდება, ლეო მესი და რადამელ ფალკაო კი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იქნება პირველი თამაში, ლეო მესის ტრავმის შემდეგ. ამ შეხვედრაში კიდევ ერთი "ბარსელონელი" ხავიერ მასკერანო მიიღებს მონაწილეობას.

პარაგვაი – ჩილე, შაბათი 03:10

შაბათს ჩილეს ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდება, რომელსაც საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს: 7 წაგება, 2 ფრე და 2 მოგება. საეჭვოა, რომ ალექსის სანჩესს და მის თანამემამულებს პარაგვაელების დამარცხება გაუჭირდეთ.

ჰაიტი – ესპანეთი, შაბათი 00:00

კონფედერაციის თასის წინ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს ჰაიტის წინააღმდეგ, ეს ნაკრები ფიფას რეიტინგში 51–ე ადგილს იკავებს. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ბარსელონადან" შემდეგ ფეხბურთელებს უხმო: ვალდესი, პიკე, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, ვილია, სესკი და პედრო.

ბრაზილია – საფრანგეთი, კვირა  23:00

კონფედერაციის თასის წინ, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბრაზილიის ნაკრებიც. ალვესი და ახლადგადმოსული ნეიმარი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ტოგო – კამერუნი, შაბათი 19:30

ალექს სონგის ნაკრები – კამერუნი ტოგოს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

გერმანია – ესპანეთი (U21), კვირა 22:30

ბოლოს კი ესპანეთის ნაკრები შეხვედრას გერმანისს წინააღმდეგ გამართავს. ესპანელებმა წინა შეხვედრაში რუსებს სძლიეს მინიმალური ანგარიშით 1–0, გერმანელები კი ჰონალდიელებმა დაამარცხეს ანგარიშით 3–2. ესპანეთის მწვრთნელმა "ბარსელონას" 5 ფეხბურთელს უხმო, ესენი არიან: ტიაგო, მონტოია, ბარტრა, ტელიო და მუნიესა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.