"ბაიერმა" მონტოიას ტრანსფერზე "ბარსელონას" შეთავაზება გაუკეთა

"ბაიერმა" მონტოიას ტრანსფერზე "ბარსელონას" შეთავაზება გაუკეთა

გერმანულმა "ბაიერ ლევერკუზენმა" კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი მცველის, მარტინ მონტოიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება გაუკეთა. იტყობინება, გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca. 

ლევერკუზენელები მარტინ მონტოიას კანდიდატურას კლუბიდან უკვე წასული დანიელ კარვახალის შემცვლელად მოისაზრებენ. ეს უკანასკნელი "რეალმა" გამოისყიდა. "ბარსელონა" უკვე მზად არის მონტოიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს თუმცა მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე ჯერ ვერ მოილაპარაკეს. 2012/2013 სეზონში ესპანელმა მცველმა პრიმერა დივიზიონში 15 შეხვედრა ჩაატარა გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.