დეულოფეუ კლუბს ინიგო მარტინესის გადმობირებაში დაეხმარება?
”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი არ მალავს საკუთარ სიმპათიებს ”რეალ სოსიედადის” ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის მიმართ, იტყობინება ესპანური პრესა.
ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კლუბმა შეიძლება დაიხმაროს ახალგაზრდული გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ხერარდ დეულოფეუ. ლურჯ-ბროწეულისფრების მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა განაგრძობს ცენტრალური მცველის ძიებას და სურს, რომ შემდეგ სეზონში დეულოფეუს მეტი სათამაშო პრაქტიკა მისცეს. ”ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელს სხვა კლუბში, მხოლოდ იჯარის წესით გაუშვებს. ”ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ დეულოფეუს არენდით გაშვების წყალობით დაეცემა ინიგო მარტინესის სატრანსფერო ფასი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]