ალკანტარასთვის "მანჩესტერი" 17 მილიონს ამზადებს

ალკანტარასთვის "მანჩესტერი" 17 მილიონს ამზადებს

ამ დროისთვის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, რომლის მიმართაც არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს. მის მიმართ ინტერესი კლუბებმა მას შემდეგ უფრო გამოიჩინეს, როდესაც მან განაცხადა, რომ შესაძლოა იგი ამ ზაფხულს "ბარსელონადან" წავიდეს.

DailyMirror-ის თანახმად 22 წლის ნახევარმცველით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული, რომელიც ტიაგოს სანაცვლოდ მზადაა 17 მილიონი ევრო გადაუხადოს "ბარსელონას". ასევე წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის მამას, მაზინიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.