ინიესტა: ”ჩემპიონთა ლიგაზე შურს ვიძიებთ”
”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში კატალონიური გრანდი ევროთასებზე შურს იძიებს.
ესპანეთის ნაკრების წევრს სჯერა, რომ გუნდის შემადგენლობის გაძლიერება და ტიტო ვილანოვას სრული მზადყოფნა საკმარისი იქნება ევროთასებზე წარმატების მისაღწევად. შეგახსენებთ, რომ 2012/13 წლების სეზონში ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან სამარცხვინოდ გამოვარდა, თუმცა ინიესტა შემდეგ სეზონს ოპტიმისტურად უყურებს.
”აუცილებელია გუნდში ცვლილების შეტანა. ეს ფაქტორი დაგვეხმარება იმისათვის, რომ თითოეული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. მომავალ წელს, ჩვენ არ გავალთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისე, რომ თითოეული ფეხბურთელს არ ჰქონდეს კონკურენციის უნარი. თითოეული დიდებული კლუბის ფეხბურთელმა უნდა იცოდეს კონკურენციის გაწევა. სწორედ ეს გვაკლდა მიმდინარე სეზონში. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ დავმარცხდით ”ბაიერნთან”. მომავალ წელს, ჩემპიონთა ლიგაზე შურს ვიძიებთ!”
”ბედნიერი ვარ, რომ სეზონი მორჩა და ყველაფერი, მეტნაკლებად, კარგად დასრულდა. მთავარი არ არის ის, თუ რამდენ გოლს გაიტან ან რამდენ საგოლე გადაცემას გააკეთებ. ფეხბურთში არის პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც წყვეტენ თამაშის ბედს." - განაცხადა ინიესტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]