”ბარსელონა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბების სიაში მეოთხეა

”ბარსელონა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბების სიაში მეოთხეა

გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ Sporting Intelligence, ESPN The Magazine-სთან ერთად შეადგინა ძალზე საინტერესო სია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბებისა. ეს სია არ არის შედგენილი მხოლოდ საფეხბურთო კლუბებისგან, არამედ სიაში არის სპორტის თითქმის ყველა სახეობის თითო წარმომადგენელი მაინც.

არ არის გასაკვირი, რომ სიის სათავეში არაბი შეიხების ”მანჩესტერ სიტია”. მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა საშუალოდ ერთ ფეხბურთელს წელიწადში 5,2 მილიონ ფუნტს უხდის, რაც კვირაში 100,7 ათას ფუნტ სტერლინგს ნიშნავს. მეორე ადგილს ბეისბოლის გუნდი, ”ლოს ანჯელეს დოჯერსი” იკავებს. კალიფორნიელთა ხელმძღვანელობა საშუალოდ ერთ ბეისბოლისტს წელიწადში 4,86 მილიონ ფუნტს აძლევს, რაც შესაბამისად 1 კვირაში 93,380 ათას სტერლინგს ნიშნავს.

სამეულს კატალონიელთა უშუალო კონკურენტი, მადრიდის ”რეალი” ხურავს. ”ბლანკოსის” ხელმძღვანელობა საშუალოდ ერთ ფეხბურთელს 4,718 მილიონ ფუნტს აძლევს. ხოლო მადრიდელთა შემდეგ მოდის ჩვენი საყვარელი ”ბლაუგრანა”. სანდრო როსელი და კომპანია, საშუალოდ ერთ ფეხბურთელს წელიწადში 4,69 მილიონ ფუნტს აძლევენ.

სიის 10-ეული კი ასე გამოიყურება: 

1. ”მანჩესტერ სიტი” - 5,2 *
2. ”ლოს ანჯელეს დოჯერსი” - 4,86

3. ”რეალ მადრიდი” - 4,718

4. ”ბარსელონა” - 4,69

5. ”ნიუ იორკ იანკისი” - 649

6. ”მილანი” - 4,251

7. ”ლოს ანჯელეს ლეიკერსი” - 4,09

8. ”ჩელსი” - 4,058

9. ”ბაიერნი” - 4,0
10. ”ინტერი” - 4,0
*- ხელფასი მითითებულია საშუალოდ 1 კაცზე ამა თუ იმ რაოდენობის მილიონი ფუნტი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.