პედრო: "არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ წავიდე"

პედრო: "არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ წავიდე"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს კარიერა სწორედ კატალონიურ კლუბში გააგრძელოს. იტყობინება, Sky Sports. 

25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი მხოლოდ 7-ჯერ აიღო, პრესაში კი უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის უმთავრესი კანდიდატი პედრო როდრიგესია. გუნდს კი ნეიმარის სახით ახალი შემტევი ჰყავს.

თავად პედრო კი საკუთარ კლუბის მიმართ დიდ პატივისცემას იჩენს და სურს, რომ მშობლიურ კლუბში დარჩეს. 

"არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მე წავიდე. სწორედ ამიტომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მშვიდად ვარ. ეს ჩემი მშობლიური გუნდია, რომელიც ჩემს გულშია. აქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და სწორედ ამიტომ მე მსურს, რომ აქ კიდევ ბევრი წლები დავრჩე. ნეიმარი ? ეს მსოფლიოს კიდევ ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის იმსახურებს "ბარსელონაში" თამაშს. მე გავბედავ და იმის იმედი მაქვს, რომ იგი შესძლებს საკუთარი თავის გამოჩენას სრულად." - დაასრულა, პედრომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.