ლაპორტა: "იმედი მაქვს ნეიმარი "ბარსაში" თავს კარგად წარმოაჩენს"
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ საკუთარი აზრი გამოთქვა კატალონიური კლუბის ახლად შეძენილ ფეხბურთელზე, ნეიმარზე. "ნეიმარი? როგორც ფეხბურთელმა მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრს ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბრაზილიელი ვერ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ფეხბურთის დიდმა ექსპერტმა, იოჰან კრუიფმაც კი გამოხატა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ "ბარსელონას" და იმედი მაქვს, რომ ნეიმარი მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს".
ლაპორტამ ასევე ესპანელ მეკარეზე, ვიქტორ ვალდესზეც გააკეთა კომენტარი: "პატივს ვცემ ვალდესის გადაწყვეტილებას. მაგრამ პირველი თქვენ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვება? მე ეს არ მესმის".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]