მასკერანო ელექტროქარის მძღოლზე დარტყმის გამო გააძევეს (ვიდეო)
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი მცველი, ხავიერ მასკერანო გუშინდელ სანაკრებო შეხვედრაში მოედნიდან მატჩის მიწურულს გააძევეს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ეკვადორთან მატჩში (1:1)
29 წლის ფეხბურთელმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო არასპორტული საქციელის გამო. მეორე ტაიმის მიწურულს მასკერანომ მცირე დაზიანება მიიღო და მოედნიდან სპეციალური ელექტროქარით გაიყვანეს. გაყვანის მომენტში ფეხბურთელმა ელექტროქარის მძღოლს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი. ინციდენტი 88-ე წუთზე მოხდა.
მატჩის შემდგომ კი მასკერანომ განაცხადა: "მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ცდილობს კამათი გამოიწვიოს. და იმის გამო რაც მოხდა სირცხვილის გრძნობა მაქვს. ნამდვილად შეცდომა დავუშვი, ავტომობილი ძალიან ჩქარა მოძრაობდა და მე კინაღამ გადმოვვარდი. მე მძღოლი გავაფრთხილე მაგრამ მან ყურადღება არ მომაქცია. მიუხედავად ამისა, ეს მე მაინც არ მამართლებს. მე არ მინდა, რომ ჩემმა საქციელმა დაჩრდილოს ჩვენი ქვეყნის ღირსეული თამაში." - განაცხადა, მასკერანომ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=bPiB_mygOJU]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]