მესიმ ეკვადორთან 30 წუთი ითამაშა

მესიმ ეკვადორთან 30 წუთი ითამაშა

არგენტინელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისვის ბრაზილიაში, ისინი ეკვადორს ესტუმრნენ და მატჩის შედეგი 1-1 დაფიქსირდა.

პირველი გოლი არგენტინელებმა გაიტანეს, თავი აგუერომ 11 მეტრიანის ნიშნულიდან გამოიჩინა მე-4 წუთზე, ანგარიშის გათანაბრება ეკვადორის ნაკრებმა 13 წუთში კასტილიოს გოლით მოახერხა.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა "ბარსას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო, მესიმ და მასკერანომ. ახლად გამოჯანმრთელებული მესი ცუდი ფიზიკური მდგომარეობის გამო სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, იგი მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და მოედანზე ბოლო 30 წუთი დაჰყო. მასკერანო ძირითად შემადგენლობაში იყო, მან 89 წუთი ითამაშა და საბოლოვოდ მსაჯმა დამსახურებული წითელი ბარათი აჩვენა არასპორტული საქციელის გამო.

არგენტინას 13 თამაშიდან 26 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, უახლოვესი მდევარი კოლუმბიაა, რომელსაც 3 ქულით ნაკლები აქვს, 21-21 ქულა აქვთ ეკვადორსა და ჩილეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.