"ბარსელონა" მზად არის ტორესსში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
ლონდონის "ჩელსისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფორვარდი, ფერნანდო ტორესი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. ამჯერად საუბარი არა "ატლეტიკოზე" არამედ კატალონიის "ბარსელონაზეა".
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი შეუდგება კიდევ ერთი თავდამსხმლის ძიებას, რომელიც კლუბის ასტურიელ ფორვარდს დავიდ ვილიას ჩაანაცვლებს. როსელის აზრით ტორესი იდეალურად შეეფერება "ბარსელონას" სტილს და თამაშს. თან ესპანელი ფორვარდის სატრანსფერო ფასი გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე რამოდენიმე წლის წინ იყო.
29 წლის ტორესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 64 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო. ფეხბურთელში კი "ბარსელონა" 20 მილიონ ფუნტს იხდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]