მესი გუშინდელი მატჩით უკმაყოფილოა

მესი გუშინდელი მატჩით უკმაყოფილოა

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი გუშინდელი მატჩით არცთუ ისე კმაყოფილი დარჩა. არგენტინასა და ეკვადორის დაპირისპირება ფრედ (1:1) დასრულდა. იტყობინება, ESPNDeportes.

შეხვედრის დებიუტში სერხიო აგუერომ პენალტის ნიშნულიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით არგენტინელები წინ გაიყვანა. თუმცა ძალიან მალე სეგუნდო კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კი მატჩში ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.

"ჩვენ მომენტების საკმარისი რაოდენობა გვქონდა, რათა გამარჯვება მოგვეპოვებინა. თუმცა ბოლო დროს ნათამაშები ფრეები უკვე საყოველთაოდ განხილვის თემა ხდება ჩვენი გუნდისათვის. რა თქმა უნდა გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ უფრო მივუახლოვდით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ბრაზილიაში. მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო ხშირად გავიმარჯვოთ." - განაცხადა, მესიმ.

ამჟამად არგენტინის ეროვნულ ნაკრებს აქტივში 26 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.