ალექსისის ჩილემ მორიგი სამი ქულა მოიპოვა
დღეს გაიმართა შეხვედრა ჩილესა და ბოლივიას ნაკრებებს შორის, სადაც ალექსის სანჩესის ნაკრებმა მეტოქეს 3-1 სძლია და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე ედუარდო ვარგასმა გახსნა, ხოლო ბოლივიას კარი მეორედ თავური დარტმით "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა აიღო და ანგარიში 2-0 გახადა. პირველი ტაიმის 31-ე წუთზე კი ბოლივიას ფეხბურთელმა, მარსელო მორენომ ანგარიში ერთამდე შეამცირა. ამის შემდეგ მატჩი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და მატჩის 90-ე წუთზე არტურო ვიდალმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა ტაბლოზე 3-1. ამ გამარჯვებით ალექსის სანჩესის ნაკრებმა მორიგი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისკენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=GDwWWWdET0o]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]