რონალდუმ საჩუქრად რონალდინიოს საკუთარი მაისური გაუგზავნა

რონალდუმ საჩუქრად რონალდინიოს საკუთარი მაისური გაუგზავნა

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ლეგენდამ და ამჟამად "ატლეტიკო მინეიროს" ფეხბურთელმა, რონალდინიომ კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფით საკუთარი მაისური გაუგზავნა, ხოლო პორტუგალიელმა დინიოს იგივენაირად უპასუხა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სურათი მაშინვე Facebook-ზე გამოაქვეყნა და განაცხადა: "როგორც ჩანს მას ჩემი საჩუქარი მოეწონა და მადლობის ნიშნად მანაც იგივე ხერხს მიმართა". რონალდინიო მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის მიმართ ყოველთვის დადებითაც იყო განწყობილი და რონი თავადვე აღფრთოვანებულია მათ შორის არსებული ურთიერთპატივისცემით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.