მესი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში პირველია
ფეხბურთის გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES), Football Observatory-მ გამოუშვა მერვე ყოველწლიური კატალოგი, რომელშიც იგი ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის კლუბებსა და ფეხბურთელებს ადარებს.
ამ ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანო რონალდუს მიერ დამყარებული სატრანსფერო რეკორდი (”იუნაიტედი” - ”რეალი”. 94 მილიონი ევრო) დამყარებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ კლუბს დატოვებენ ლიონელ მესი ან თავად პორტუგალიელი ვარსკვლავი.
მესის სატრანსფერო ფასი 217-252 მილიონ ევროდაა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ რონალდუს, მისი სატრანსფერო ფასი 102-118 მილიონ ევროს შეადგენს. სამეულს ”ნაპოლის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ხურავს. ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია 57-დან 68 მილიონ ევრომდე.
მეოთხე და მეხუთე ადგილზე, შესაბამისად ედენ აზარი და სერხიო აგუერო იმყოფებიან. ბელგიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 55-64 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო არგენტინელის - 46-დან 54-მდე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]