„ბარსა ბ“-ს მთავარმა მწვრთნელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
"ბარსა ბ"-ს მთავრმა მწვრთნელმა, ეუსებიო საკრისტანმა, დღეს, ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მისი სამუშაო გუნდი "ბარსელონა ბ"-ს 2014 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის.
კონტრაქტი კლუბის ოფისში თბილისი დროით 15:30-ზე გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, ანდონი სუბისარეტა და საკრისტანის აგენტი.
პირველივე სეზონში ეუსებიომ გუნდს მერვე ადგილითა და 59 ქულით დაამთავრებინა ასპარეზონდა, წელს კი გუნდი მეცხე ადგილს დასჯერდა.
ეუსებიო საკრისტანს "ბარსელონასთან" დიდი წარსული აკავშირებს, ის არა მარტო ისტორიული "დრიმ თიმის" წევრი, არამედ ფრენკ რაიკაარდის ასისტენტიც იყო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=HelHqZ4J0H8]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]