როსელი: "ჩვენ არ ვეძებთ ახალ მეკარეს"

როსელი: "ჩვენ არ ვეძებთ ახალ მეკარეს"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი მეკარის შეძენას. როგორც იცით 31 წლის მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კლუბში დარჩენა და მისი კონტრაქტის ბოლომდე ამუწურვა გადაწყვიტა, რის გამოც "ბარსელონა" აღარ აპირებ ახალი გოლკიპერის შეძენას.

"ვალდესის აგენტმა ჩვენ სპორტულ დირექტორს განუცხადა, რომ იგი თავის ხელშეკრულებას ბოლომდე ამოწურავს და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ არ ვეძებთ ახალ მეკარეს მომავალი სეზონისთვის. ახალი გოლკიპერის შეძენას მას შემდეგ გადავწყვეტთ, როდესაც ვალდესი კლუბს დატოვებას". - განაცხადა როსელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.