აბიდალი: ”მონაკო მშვენიერი ვარიანტია”

აბიდალი: ”მონაკო მშვენიერი ვარიანტია”

”ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ მასში ბევრი კლუბი დაინტერესებული, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია.

ამჟამად, ერიკი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელია, რადგან მისი კონტრაქტი ”ბარსელონასთან” ამ წლის ზაფხულში ამოიწურა.

ახლა ვისვენებ. ჯერ-ჯერობით შემოთავაზებები არ შემომსვლია. კი, არის დაინტერესება სხვადასხვა კლუბების მხრიდან, თუმცა ჯერ არაფერი კონკრეტული.” - ციტირებს აბიდალს Le10Sport. 

გავიგე, რომ ჩემი ხილვა რამდენიმე ესპანურ და ფრანგულ კლუბებს სურთ. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაანალიზებისთვის მე დრო მჭირდება. არ უნდა დაივიწყოთ, რომ მე ცოლი და ბავშვები მყავს. 33 წლის ვარ და არა 20-ის, ასე რომ ახლა შემოთავაზაბებზე დასათანხმებლად, ბევრად მეტი ფაქტორი მაქვს გასათვალისწინებელი.” 

ასევე, აბიდალმა აღიარა, რომ დაინტერესებულია ”მონაკოში” ტრანსფერით.
”მონაკოში” გადაბარგება შესანიშნავი ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად. ეს გუნდი ძალიან დიდ და რთულ სამუშაოს აკეთებს, იმისათვის რომ ისევ დაუბრუნდეს მწვერვალს.” - დასძინა აბიდალმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.